Wednesday, March 8, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ წეპირი პრეზენტაცია ყველამ. მოვახდინეთ უკუკავშირი კოლეგების მიმართ. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული სამუშაოსთვის.

Sunday, March 5, 2017

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეც ისე როგორც ყველა საინტერესო და დატვირთული იყო.გავაკეთეთ მასწავლებლის პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე. გავიხსენეთ დრაივიდან ბლოგზე პოსტის გადატანა.პროექტის გეგმაში მოვნიშნეთ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები.

healthy food-ჯანსაღი კვება

Saturday, March 4, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია.

ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარზე.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება. მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები.

Friday, March 3, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შევამოწმეთ საშინაო დავალება. შევიტანეთ შესწორებები.გავეცანით და შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებას. მოგვეცა დავალება გადავათვალიეროთ ჩვენი ბლოგები და შევიტანოთ შესწორებები.

Sunday, February 26, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო.განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. გევეცანით საავტორო უფლებების დაცვაზე პრეზენტაციას.მოვიღეთ რეკომენდაცია რომ გამოყენებული ლიტერატურის მისამართი მივუთითოთ.მოგვეცა დავალება შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოპორტფოლიო

Saturday, February 25, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.მოვახდინეთ უკუკავშირი კოლეგებს შორის.დავიწყეთ შეფასების ჩარჩოს განხილვა.მივიღეთ დავალება

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:

რას აკეთებთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

თემატური კითხვა:
-რატომ არის სწორი კვება მნიშვნელოვანი?
-როგორ იცავთ კვების რეჟიმს?

შინაარსობრივი კითხვა:
-როგორ დავიცვათ ტექსტის სტრუქტურა?
-რომელ გრამატიკულ დროს გამოვიყენებთ ტექსტის მოსათხრობად?
-რა წესს ვიყენებთ პირდაპირი ნათქვამიდან ირიბ თქმაში წინადადების გადასაყვანად?

Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მესამე დღე

გავიმეორე წინა დღის ნასწავლი მასალა. ჩამოვაყალიბეთ პროექტის  სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები. ეს ყველაფერი განვათავსეთ ბლოგზე და მივეცით რეკომენდაციები კოლეგებს. მივიღეთ მომდევნო დღის დავალება.

სასწავლო პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:
_მოიძიონ ინფორმაცია ციფრული და ბეჭდვითი მასალების საშუალებით რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება განსაკუთრებით მათ ასაკში.
_ჩაატარონ კვლევა ჯგუფებში და შემდგომ მათი ასაკის თინეიჯერებში. რა ტიპის საკვების მიღებას ანიჭებენ ისინი პრიორიტეტს (სწრაფი კვების, რესტორნის თუ ოჯახში მომზადებულს).
_მოიძიონ ინფორმაცია ინგლისელი თინეიჯერების კვების რაციონის  შესახებ.
_გააანალიზონ მიღებული შედეგები ქართველი და ინგლისელი თინეიჯერების კვების რაციონის შესახებ და შეადარონ ერთმანეთს.
_ მიღებული კვლევის საფუძველზე მოამზადონ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. შექმნან ბროშურა და წარადგინონ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.

Saturday, February 18, 2017

მეორე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები.გავეცანით ერთმანეთის პროექტის იდეებს და მოვახდინეთ უკუკავშირი.დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა. დავალებად მივიღეთ საბოლოოდ დავხვეწოთ პროექტის შინაარსი.დავასრულოთ ბროშურა სახლში.

პროექტის იდეა

Healthy food-ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება განსაკუთრებით აქტუალური თემაა თანამედროვე  მსოფლიოში.  განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის.
1.მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას რა ტიპის  საკვებს ანიჭებენ საქართველოს თინეიჯერები პრიორიტეტს ( სწრაფი კვების, რესტორანში  თუ სახლში მომზადებულს).
2. ინტერნეტის საშუალებით  მოიძიებენ ინფორმაციას  ინგლისელი თინეიჯერების კვების რაციონის შესახებ.
3. ჩატარებული კვლევის და მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები შექმნიან ბროშურას ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით.

Sunday, February 12, 2017

ინტელის ტრენინგი დაიწყო

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით პროექტებით სწავლებას.განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მოვნიშნეთ ჩვენთვის საინტერესო უნარ-ჩვევები.შევქმენით ახალი პორტფოლიო და მასზე შევინახეთ პორტფოლიოს ჩექლისტი და სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.შევქმენით ახალი ბლოგი და მასზე განვათავსეთ ინტერნეტით შენახული ფაილები.ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.